„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ხაზარაძე მეწარმეებს სთავაზობს ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო რამდენიმე საათით. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.