უკვე 570-ს გადასცდა იმ ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. უფრო კონკრეტულად, განცხადებას ამ დროისთვის ხელს 575 ბიზნესი აწერს. ამასთან, პლატფორმის დამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, გუშინ, freebusiness.ge-ზე 862 ბიზნესის განცხადება იყო შესული.