ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2024-12-16 12:21:23+04:00

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. მინისტერიალი ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი პირველად უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლის. მოლოდინებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.