სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში საპროტესტო მარში გამართეს. აქციას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეუერთდნენ, მათ შორის მსახიობები, მომღერლები და ხელოვნებათმცოდნეები. მარში ქალაქის რამდენიმე წერტილში შეჩერდა, მათ შორის კულტურის სამინისტროსთან და ორბელიანის სასახლესთან. მარშის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებთან მივიდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის მოქალაქეებს პორადად გაესაუბრა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.