რამდენიმე დღიანი მზადების მიუხედავად, პარლამენტის წინ დადგმული საახალწლო ნაძვის ხის ანთება გადაიდო. თბილისის მერმა ამის მიზეზად შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდება დაასახელა. რუსთაველის გამზირზე მდგარი მოქალაქეები ფიქრობენ რომ ქვეყანაში ახლა არც საახალწლო განწყობდა და არც შესაბამისი მდგომარეობაა, ამიტომ მათი თქმით, ნაძის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება ქუჩაში გამოსული მოქალაქეების დაცინვა იქნებოდა. პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერების თქმით კი გარკვეული ძალების მხრიდან საახალწლო ნაძვის ხით სპეკულირება უკრაინული მაიდანის ასოციაციებს იწვევს.