მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს - Palitra News

მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

2024-12-15 14:27:39+04:00

მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მისი ადვოკატის მარიამ პატარიძის ინფორმაციით, 14 დეკემბერს აქციიდან სახლში მიმავალ აქტივისტსა და მის მეგობარს არაიდენთიფიცირებადი პირები აედევნენ, რომლებმაც ის და მისი თანმხლები პირი დიღმის მე-3 იზოლატორში გადაიყვანეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა აქტივისტმა დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. ადვოკატი ფიქრობს რომ სწორედ ამ ფაქტის გამო საგამოძიებო უწყებამ ნიკო მანაგაძე დასჯის მიზნით დააკავა.