„საიას“ განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა - Palitra News

„საიას“ განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა

2024-12-15 14:26:12+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 13 დეკემბერს,“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შესაძლოა შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენებიდეს. ქურდოვანიძე აცხადებს რომ სამართალდამცავ უწყებას შეუძლია დააკავოს პირი და სასამართლოში დროულად მიიყვანოს - მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს ამბობს თუ არა პირი სასამართლოში მისვლაზე. მისივე თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით - შეიძლება პოლიციამ პირი მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს