ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასავლელ მოკავშირეებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად გადაუდებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია მოითხოვს, „მიზნობრივი სანქციები დაუწესდეს მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც მათივე განცხადებით, პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეობენ“. ბარიერგადალახული ძალები თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურებიან და მომიტინგრების მიმართ გამოყენებულ ძალას სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ სისტემურ რესპრესიად აფასებენ. ოპოზიციური ძალები გმობენ და არალეგიტიმურად აცხადებენ საარჩევნო კოლეგიის მხრიდან მიხეილ ყაველაშვილის არჩევასაც.