ესტონეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა - Palitra News

ესტონეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა

2024-12-15 14:22:22+04:00

ესტონეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. მარგუს ცაჰკნა აცხადებს რომ მისი ქვეყნის სანქციები კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს შეეხო. ესტონეთის საგარეო უწყების პირველი პირი აღნიშნავს რომ ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ რომ ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო, ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები 2 დეკემბერს დაუწესეს.