ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე - ეს შეცდომა იქნება - აუცილებელია რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის ნებისმიერ ფასად თავიდან აცილება - Palitra News

ოლაფ შოლცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე - ეს შეცდომა იქნება - აუცილებელია რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის ნებისმიერ ფასად თავიდან აცილება

2024-12-15 10:52:22+04:00

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის დაშვება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა n-tv-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, შეცდომა იქნება, თუ იარაღს, რომელიც უკრაინას მივაწოდეთ, რუსეთის ფედერაციის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენებენ, ან თუ მივაწვდით იარაღს, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს შორის კონფლიქტის „ნებისმიერ ფასად“ თავიდან აცილება.

„თუ ჩვენს გარდა არავის აქვს გონებრივი ძალა, რომელიც საჭიროა აწონ–დაწონილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაშინ ასე იყოს“, - აღნიშნა შოლცმა.