რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპოლიციო ძალები განლაგდნენ - Palitra News

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპოლიციო ძალები განლაგდნენ

2024-12-14 18:12:14+04:00

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საპოლიციო ძალები განლაგდნენ. კერძოდ, პოლიციის დანაყოფები განლაგებულები არიან უშუალოდ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ და მის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე.

ამასთან, საპატრულოსა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, როგორც 9 აპრილის, ისე, ჩიტაძის ქუჩებზე.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას წყლის ჭავლის მანქანებიც.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.