1 დღე საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევამდე - Palitra News

1 დღე საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევამდე

2024-12-13 21:16:10+04:00

1 დღე საქართველოს მე-6 პრეზიდენტის არჩევამდე. ხვალ საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს ლეგიტიმურად ვერ აირჩევს, ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მეექვსე პრეზიდენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და არც საკუთარ კანდიდატს წარადგენენ. ოპოზიციისგან რადიკალურად განსახვავებული მოსაზრება აქვთ მმართველი გუნდის წევრებს რომლებიც დასახელებულ კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უკვე წინასწარ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მოიხსენიებენ. პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პროცედურული საკითხები პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა.