საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. უწმინდესი აცხადებს, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დიალოგი, თუმცა არ აზუსტებს, ვის შორის უნდა შედგეს ის. პატრიარქის თქმით, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის „ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!“ განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.