„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს - სუბარმა ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა. პარლამენტის სპიკერატში ასევე წარმოდგენილი არიან: პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი და გიორგი კახიანი. დღესვე “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ უმრავლესობიდან გადის და “ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადადის. მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ და მიზანი ისეთი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეძლებს ედებატოს და გააკრიტიკოს ხელისუფლება.