პროკურატურამ ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული თავდასხმიდან 1 კვირის შემდეგ, დაზარალებულად ცნო, თუმცა დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ - Palitra News

პროკურატურამ ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული თავდასხმიდან 1 კვირის შემდეგ, დაზარალებულად ცნო, თუმცა დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ

2024-12-13 21:12:28+04:00

პროკურატურამ ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული თავდასხმიდან 1 კვირის შემდეგ, დაზარალებულად ცნო, თუმცა დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შესაძლო დამნაშავეების ამოცნობის მიზნით მიმდინარეობს ვიდეოკამერების შესწავლა და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა. უწყება განმარტავს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.