შალვა პაპუაშვილი - მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა იქნება აჩვენოს, რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკაში იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა ქვეყნის მმართველი - ამ ცდუნებას ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - მიხეილ ყაველაშვილის ამოცანა იქნება აჩვენოს, რას ნიშნავს საპარლამენტო რესპუბლიკაში იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა ქვეყნის მმართველი - ამ ცდუნებას ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო

2024-12-13 15:42:38+04:00

ხვალ საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს. "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება კვლავ მარტოს, ოპოზიციის გარეშე მოუწევს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს ლეგიტიმურად ვერ აირჩევს, შესაბამისად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მეექვსე პრეზიდენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და საკუთარ კანდიდატსაც არ ასახელებენ. ოპოზიციისგან რადიკალურად განსახვავებული მოსაზრება აქვთ მმართველი გუნდის წევრებს რომლებიც დასახელებულ კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უკვე წინასწარ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მოიხსენიებენ. პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პროცედურული საკითხები პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც განმარტა.