საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ხვალ აირჩევს - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში და რას ამბობენ კონსტიტუციონალისტები - Palitra News

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ხვალ აირჩევს - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში და რას ამბობენ კონსტიტუციონალისტები

2024-12-13 12:17:36+04:00

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ხვალ აირჩევს. ქართულ ოცნებას პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება კვლავაც მარტოს ოპოზიციის გარეშე მოუწევს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით არალეგიტიმური პარლამენტი ახალ პრეზიდენტს ლეგიტიმურად ვერ აირჩევს, შესაბამისად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მეექვსე პრეზიდენტის არჩევის პრიცესში არ მონაწილეობენ და საკუთარ კანდიდატსაც არ ასახელებენ. ოპოზიციისგან რადიკალურად განსახვავებული მოსაზრება აქვთ მმართველი გუნდის წევრებს რომლებიც დასახელებულ კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უკვე წინასწარ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მოიხსენიებენ. პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პროცედურული საკითხები პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც განმარტა. რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში აღნიშნულ საკითხზე და რას ამბობენ კონსტიტუციონალისტები.