ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს - Palitra News

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს

2024-12-13 12:16:22+04:00

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. ცვლილებების თანახმად, ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის და "მანიფესტაციების შესახებ" კანონის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაზრდება . ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, ის 5 ათასი ლარის ნაცვლად 15 000 ლარით დაჯარიმდება. ასევე, დაგეგმილი ცვლილებით, მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულებისთვის ჯარიმა 50 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება. განმეორებით წესის დამრღვევი კი 500 ლარის ნაცვლად, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ 2 000 ლარით დაჯარიმდება. ასევე, კანონპროექტის თანახმად, ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, 1 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებასაც გამოიწვევს.