საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება - საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, ახალი წესით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს - Palitra News

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება - საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, ახალი წესით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს

2024-12-12 21:44:04+04:00

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე რჩება. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს, ახალი წესით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

მიხეილ ყაველაშვილის ასარჩევად, 200 ხმა იქნება საჭირო. ოპოზიცია დაგეგმილ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს და „ქართულ ოცნებას“, კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის ლეგიტიმაციას არც მოქმედი პრეზიდენტი აღიარებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არსად გეგმავს წასვლას. მმართველ პარტიაში კი ირწმუნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შედგება და მალე ქვეყანას , ახალი პრეზიდენტი ეყოლება.