ოპოზიციაში ამბობენ, რომ ემანუელ მაკრონი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად არ აღიარებს, შესაბამისად, საკუთარ კრიტიკულ გზავნილებს იმ პირთან აფიქსირებს, ვინც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიაჩნია. ამის საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება - „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან 1-საათიანი საუბარი საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს.