ევროპარლამენტის დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა - რას აცხადებენ დელეგაციის წევრები და პოლიტიკური მხარეები - Palitra News

ევროპარლამენტის დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა - რას აცხადებენ დელეგაციის წევრები და პოლიტიკური მხარეები

2024-12-12 21:16:23+04:00

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრები დაასრულა. როგორც ცნობილია, ასევე შედგა აუდიენცია ევრო პარლამენტარებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის.

ამასთანავე, საქართველოში არსებული ვითარება ევროპელ ლიდერებთან განიხილეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ასევე სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმაც. ევროპალამენტარების გზავნილებს შორისაა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში დასავლელი დიპლომატების ვიზიტს განსხვავებული შეფასება მოჰყვა.