მიღებული პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო - კულტურის სამინისტრო და სპორტის სამინისტრო დაემატება. კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.
კანონპროექტი 87 ხმით, ერთხმად მიიღეს.