ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში აუდიენცია უკვე შედგა ევროპარლამენტარებსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის. ევროპელი ლიდერებთან საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც. ევროპალამენტარების გზავნილებს შორისაა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. "ქართულ ოცნებაში" ევროპელი ლიდერების ვიზიტს ისევ ქვეყანაში არეულობის პროვოცირების მცდელობას უკავშირებენ. რა გზავნილებით ჩამოვიდნენ ევროპალამენტარები თბილისში და როგორ ეხმაურებიან შეხვედრებს პოლიტიკური აქტორები?