“ქართული ოცნება” მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს ოპოზიციის გარეშე მარტო განიხილავს - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

“ქართული ოცნება” მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს ოპოზიციის გარეშე მარტო განიხილავს - რას აცხადებენ დეპუტატები

2024-12-12 15:50:52+04:00

“ქართული ოცნება” მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს ოპოზიციის გარეშე მარტო განიხილავს. ამჯერად, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, პარლამენტმა კვლავ ერთპარტიულად მეორე მოსმენით მიიღო. ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი აქციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარებას, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენებას კრძლავს. შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ოპოზიცია შემუშავებულ რეგულაციებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი საპროტესტო მუხტის ჩახშობაა.