გურამ მაჭარაშვილი - მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1-საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან - Palitra News

გურამ მაჭარაშვილი - მაკრონი რომ თვლიდეს, საქართველოში ხელისუფლება არალეგიტიმურია, 1-საათიან ზარს არ განახორციელებდა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან

2024-12-12 15:46:04+04:00

ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი - საქართველოს ხელისუფლების აღიარება თუ პირიქით, არალეგიტიმურად გამოცხადება. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისა და საფრანგეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარის შესახებ მოსაზრებები ქვეყნის შიგნით ორად გაიგო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად არ აღიარებს, შესაბამისად, საკუთარ კრიტიკულ გზავნილებს აჟღერებს იმ პირთან, ვინც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიაჩნია. საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ ერთი საათის განმავლობაში გამართული საუბარი საფრანგეთის ლიდერის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს.