IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ - Palitra News

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ

2024-12-12 14:51:42+04:00

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

ასევე სკანდირებენ: „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.