პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილე, საბრინა სინგი ვარაუდობს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექსპერიმენტული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ უკრაინაზე დასარტყმელად, კვლავ გამოიყენონ. პენტაგონის წარმომადგენელი ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული რაკეტის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის. საბრინა სინგის თქმით, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყველა იარაღი, უკრაინის დასაშინებლად. თუმცა უკრაინას, შეერთებულ შტატებისგან, მსოფლიოს სხვა პარტნიორებთან ერთად, კვლავ ექნება მხარდაჭერა.