საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი ამხილა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადმოტანის ფაქტზე ორი პირი ამხილა

2024-12-12 12:44:37+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა. ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, მათგან ერთი პირი უკვე დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სადახლო-საავტომობილოს“ და „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს 119 138 ლარის საბაჟო ღირებულების, საერთო ჯამში, 880. გრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.