"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება - Palitra News

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება

2024-12-12 12:42:45+04:00

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ, თუმცა, ის 10 იანვრამდე გადაიდო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილმა პროკურორმა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო მოითხოვა. რას უკავშირებს ბრალდებულის ადვოკატი სხდომის გადადებას.