რას აცხადებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტებზე - Palitra News

რას აცხადებს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტებზე

2024-12-12 12:35:08+04:00

მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვას გრძელდება. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება. ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე ექიმებსა და ჟურნალისტებზე გავრცელდეს. ოპოზიციის მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტების მიღება ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" შეშინებულია და ყველა ბერკეტით ცდილობს ქვეყანაში თავისუფალი პროტესტი ჩაახშოს.