ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია - რასა იუკნევიჩიენესთან ერთად სულ 6 ევროპარლამენტარი “ქართული ოცნების” ოპონენტებთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს - Palitra News

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია - რასა იუკნევიჩიენესთან ერთად სულ 6 ევროპარლამენტარი “ქართული ოცნების” ოპონენტებთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს

2024-12-12 12:14:48+04:00

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია. ევროპელი პოლიტიკური აქტორები, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ . რასა იუკნევიჩიენესთან ერთად სულ 6 ევროპარლამენტარი “ქართული ოცნების” ოპონენტებთან შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს. ჩანიშნულია ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან. ევროპარლამენტარების ვიზიტის პარალელურად, კვლავ განხილვისა საგანია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი.