"ქარიშხლიანი უღელტეხილი" - ინგლისელი მწერლის და პოეტისა, ემილი ბრონტეს გოთიკური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1847 წელს დიდ ბრიტანეთში, გამომცემლობა Thomas Cautley Newby-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
რომანში მოქმედება ერთ-ერთ პატარა ქალაქში ხდება. წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან კეტრინი და ჰიტკლიფი. ჰიტკლიფი უპატრონოდ მიგდებული, უთვისტომო ბავშვი იყო, რომელიც კეტრინის მამამ – მისტერ ერნშოუმ თავისთან წაიყვანა და მასზე მზრუნველობა იკისრა, ამ კეთილშობილურმა საქციელმა ორი ოჯახის ისტორია მთლიანად განსაზღვრა.კეტრინსა და ჰიტკლიფს ერთმანეთის მიმართ წარმოუდგენლად ძლიერი სიყვარული აკავშირებთ, მაგრამ ამ სიყვრულს ძირს თვითონვე უთხრიან, ერთი თავისი ეგოიზმით, ხოლო მეორე კი სისასტიკით.თუმცა, საბოლოოდ, ვერაფერი ანგრევს მათ სიყვარულს, სიკვდილიც კი.
"ქარიშხლიანი უღელტეხილი" ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია რომლის დაწერაც ავტორმა მოასწრო, ის რომანის გამოცემიდან მალევე 1848 წელს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. წიგნი ამავე წელს, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, "Ellis Bell"-ის ფსევდონომით გამოქვეყნდა. რომანში იმდენად მწვავედ იყო დანახული საზოგადოებრივი პრობლემები, სისასტიკე, მკაცრი მენტალური მდგომარეობა , ფარისევლობა რელიგიაში, მორალი, სოციალური კლასები და გენდერული უთანასწორობა, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით , წიგნი აუცილებლად კაცის დაწერილი უნდა ყოფილიყო. დიდ ნაწილს კი მწერლის სრულიად განსხვავებული წერის მანერა აოცებდა. ემილი ბრონტეს გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, მისი უფროსი დის, ასევე მწერლის, ჯეინ იარის ავტორის, შარლოტა ბრონტეს შესწორებების შემდეგ ხელახლა, უკვე ემილი ბრონტეს ნამდვილი სახელითა და გვარით გამოიცა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.