აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სოფელ რუხში 21 აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამეწარმო საქმიანობის გაძლიერების, წახალისებისა და გაუმჯობესების მიზნით, მოტობლოკები, ტექნიკა-დანადგარები და გარკვეული ტიპის ციტრუსის ნერგები პირადად გადასცა. პროექტი ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და - „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.