ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ აქციებზე ნიღბების ტარებისა და პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციები შეიმუშავა - Palitra News

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ აქციებზე ნიღბების ტარებისა და პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციები შეიმუშავა

2024-12-12 09:25:52+04:00

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ აქციებზე ნიღბების ტარებისა და პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციები შეიმუშავა და კანონრპოექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენებასთან ერთად, სახის ნიღბის ტარება, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება აიკრძალება. ნიღბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გამონაკლისი გარკვეულ პროფესიულ ჯგუფებზე ექიმებსა და ჟურნალისტებზე გავრცელდეს. ოპოზიციის მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტების მიღება ადასტურებს, რომ ქართული ოცნება შეშინებულია და ყველა ბერკეტით ცდილობს ქვეყანაში თავისუფალი პროტესტი ჩაახშოს.