ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფება - Palitra News

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფება

2024-12-12 09:23:42+04:00

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფება. საკუთარი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტარმა გუშინ სოციალურ ქსელ იქსზე შესაბამის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან. ევროპალამენტარი წერს, რომ თბილისში ჩამოსვლის მიზანია სოლიდარობა გამოხატოს ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.