საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე გამართულ პერფორმანსს, კერძოდ კუბოს დაწვას საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა რაც სასრურველი იქნებოდა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ კუბოს და მასზე მაცხოვრის გამოსახულების დაწვა და მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო აპირისპირებს საზოგადოებას. „„ქაშუეთის ტაძარში მომიტინგეთა დასახმარებლად სასულიერო პირები ყოველღამე ათენებენ, მომიტინგეების ნაწილი კი ტაძარში შედის და მათთან ერთად ლოცულობს. ბუნებრივია, ამის პარალელურად ტაძრის მიმდებარედ მსგავსი რიტუალები მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს და ასევე შეურაცხმყოფელია მორწმუნეთათვის, განურჩევლად იმისა, მომიტინგეთა შორის არიან თუ არა ისინი. - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.