„ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თავმოყვარე ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოსკენ აღარ იხედება, რადგან, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ეკონომიკურ ნაცრისფერ ზონად აქცია. დათუნაშვილის განცხადებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საერთო ჯამში 198-ი მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში უცხოური ინვესტიცია 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული. „ძლიერი საქართველოს“ წევრის განმარტებით, ამ ტენდენციის გაგრძელება ლარის მკვეთრ გაუფასურებას გამოიწვევს.