საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებიც აქტიურად საუბრობენ და მათი გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე შეაფასეს.