ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციასა და აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად, საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის გარეშე დაუშვებელი იქნება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნებათ.