კახა კალაძე მერიის თანამშრომლებისთვის დაწესებული პრემიების საკითხზე პოლიტიკურ შეფასებებს გამოეხმაურა - Palitra News

კახა კალაძე მერიის თანამშრომლებისთვის დაწესებული პრემიების საკითხზე პოლიტიკურ შეფასებებს გამოეხმაურა

2024-12-11 15:38:01+04:00

კახა კალაძე მერიის თანამშრომლებისთვის დაწესებული პრემიების საკითხზე პოლიტიკურ შეფასებებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ განმარტა, 2017 წლიდან თბილისის მერის პოზიციაზეა და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჩაგრა ან ვინმეს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ჰქონოდა. კალაძის თქმით, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა, ხდება კონკრეტული თანამშრომლის საქმიანობის შეფასება და შესაბამისად ერიცხება მას სახელფასო დანამატი.