ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და საპროტესტო აქციების საპასუხოდ მმართველმა გუნდმა პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციასა და აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ინიციატივის თანახმად საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასევე დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება.