ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სირიის ახალ რეჟიმს აფრთხილებს, რომ ირანის ხელახალი გავლენის შემთხვევაში საპასუხო რეაქცია ექნებათ. როგორც მან განმარტა, ისრაელი არ აპირებს სირიის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა საკუტარი ქვყნის უსაფრთხოებისთვის. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაამტკიცა საჰაერო ძალების მიერ სირიის სამხედროების დატოვებული სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობების დაბომბვა, რათა ისინი ჯიჰადისტების ხელში არ აღმოჩნდეს.