აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინისთვის, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, 20 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა გამოაცხადა - Palitra News

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინისთვის, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, 20 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა გამოაცხადა

2024-12-11 09:25:24+04:00

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინისთვის, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, 20 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა გამოაცხადა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული. აშშ-ის ფინანსთა მინისტროს, ჯანეტ იელენის თქმით, უკრაინას სჭირდება ფინანსური რესურსები „გადაუდებელი დახმარების სერვისების, საავადმყოფოების და მისი მამაცი წინააღმდეგობის სხვა საყრდენების შესანარჩუნებლად. ჯანეტ იელენის განმარტებით, ეს თანხები, ვაშინგტონის დახმარება უსაფრთხოების კუთხით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის პოზიციას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას.