16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ დამატებით ზომებზე იმსჯელებს - Palitra News

16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ დამატებით ზომებზე იმსჯელებს

2024-12-11 09:23:07+04:00

16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ დამატებით ზომებზე იმსჯელებს.თავად ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას საჭიროებს. დამატებითი სანქციების მოლოდინშია ქართული ოპოზიციაც. მათი თქმით ევროკავშირის მხრიდან ქართული ოცნების მისამართით მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხსაც არ გამორიცხავს.