თბილისის ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მეცამეტე დღე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე წყნარ გარემოში წარიმართა. აქციის მიმდინარეობის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც არ იმყოფებოდნენ. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა კვლავაც დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება იყო. მათი თქმით პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ სანამ ქართული ოცნება უკან არ დაიხევს და დათმობაზე არ წავა. აქციის მონაწილეების პოზიციას იზიარებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკან დახევა აიცილებლად მოუწევს, რადგან ქართველი ხალხის მუხტი არ შეწყდება.