ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ახალ რაკეტა „რუტას“ ცდის, ის ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ახალ რაკეტა „რუტას“ ცდის, ის ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა

2024-12-11 08:55:40+04:00

უახლესი უკრაინული რაკეტა-დრონი „პეკლოს“ ბრძოლის ველზე პირველად გამოყენებამ წარმატებით ჩაიარა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან უკრაინაში რაკეტების შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„„პალიანიცას“ რაკეტა მასობრივ წარმოებაში შევიდა, „პეკლოს“ რაკეტა-დრონის პირველი საბრძოლო გამოყენება წარმატებით დასრულდა. მისი პირველი პარტია ახლახან გადავეცით ჩვენს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ახალი რაკეტის, „რუტას“ წარმატებული გამოცდები. შორ მანძილზე მოქმედი „ნეპტუნი“ კი „ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა“.