სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ დ - Palitra News

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას

2024-12-11 00:02:36+04:00

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას.

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. მანვე განუცხადა საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტირდება მათი ორგანიზაციის მიერ, რის შემდეგაც თითოეული ფაქტის შეახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც უზიარებენ. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დამნაშავე პირები იდენტიფიცირებულები არიან.