ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკური აქტორები მოითხოვენ, რომ პასუხსგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია საპროტესტო აქციების დროს დემონსტრა - Palitra News

საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსს, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის ევროპული გზიდან გადახვევას უკავშირდება, ოკუპანტი სახელმწიფო პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს

2024-12-10 22:52:50+04:00

საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსს, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვის ევროპული გზიდან გადახვევას უკავშირდება, ოკუპანტი სახელმწიფო პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს.

ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკური აქტორები მოითხოვენ, რომ პასუხსგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების საკითხზეც კვლავ აქტიურად საუბრობენ. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები უცხოელი აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ.