საბა ბუაძე - თბილისის მერიის წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და სთხოვენ, საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ხელმოწერები - Palitra News

საბა ბუაძე - თბილისის მერიის წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და სთხოვენ, საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ხელმოწერები

2024-12-10 16:01:36+04:00

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ემუქრებიან იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გაჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციას მხარი დაუჭირეს. მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლები პეტიციის ხელმომწერებს საახალწლო პრემიის სანაცვლოდ სთხოვენ, რომ ხელმოწერები გაიწვიონ.