ორბელიანების სასახლის წინ, საახალწლო დეკორაციის სახით მატარებლის მაკეტის დადგმასთან დაკავშირებით სქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ  პოსტს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა - Palitra News

ორბელიანების სასახლის წინ, საახალწლო დეკორაციის სახით მატარებლის მაკეტის დადგმასთან დაკავშირებით სქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ  პოსტს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა

2024-12-10 16:00:13+04:00

ორბელიანების სასახლის წინ, საახალწლო დეკორაციის სახით მატარებლის მაკეტის დადგმასთან დაკავშირებით სქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა. როგორც მდინარაძე ამბობს, არასერიოზულია ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის ორბელიანების სასახლიდან არ გავა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის მთავარი გამოწვევა პრეზიდენტის უფლებამოსილების სწორედ ეროვნული ინტერესებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამომდინარე მოქმედება იქნება. მანამდე სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ, საახალწლო დეკორაციის სახით მატარებლის მაკეტის დადგმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფოტო გამოაქვეყნა „მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ … აბა ვინ წავა, ვნახოთ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.